“მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი“ – გიორგი გახარია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებაზე

2 days ago 2

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ალენ ბერსემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობისგან მიიღო დაპირება, რომ კანონს შეცვლის “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი“, – წერს გიორგი გახარია საკუთარ ფეისბუკგვერდზე.

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფი 1 თვეზე ნაკლებ დროში შეიქმნება.

“გვაქვს მოლოდინი, რომ კანონი შეიცვლება. 3 დღეა აქ, დელეგაციასთან ერთად ვარ. ჩვენ აქ დასასვენებლად ხომ არ ჩამოვსულვართ? აქტიურად ვიმუშავეთ, შევხვდით ყველას და მივიღეთ დაპირება, რომ ჩვენ საბოლოოდ ვიმუშავებთ ერთობლივად შემდეგი კვირის განმავლობაში და დავიწყებთ კანონის ცვლილებას და რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს შეიცვლება. ეს ნათელია.

ასევე ნათელია ის, რომ გვაქვს სიტყვები, გაცემული დაპირებები, ვალდებულებები, მაგრამ ეს ყველაფერი ფაქტი უნდა გახდეს. დაგვჭირდება დრო. რა გინდათ, შუა დღესვე ვთქვათ სამუშაო ჯგუფში ვინ არის? ჩვენ უნდა მოვძებნოთ ექსპერტები.

ჩვენი ექსპერტებიც იქნებიან, ისინი დაკავებულები არიან, ბევრს მუშაობენ. ამასთან, საშობაო არდადეგები იწყება. ვენეციის კომისიასაც ვერ მისცემ ასეთ მკაცრ დავალებას, რომ ხვალვე შეიკრიბონ. დავაორგანიზებთ. ეს არის კვირების ამბავი და არა წლების – 1 თვემდე ვადის“,- განაცხადა ბერსემ.

სრულად წაკითხვა