"მზად ვართ, 29 დეკემბრის შემდეგ სასახლეში დავრჩეთ" - ოპოზიცია პრეზიდენტს შეხვდა

23 hours ago 2

25 დეკემბერს საქართველოს პრეზიდნეტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ისევ შეხვდა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციონერმა, პარტია ხალხისთვის" ლიდერმა, ანა დოლძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიციამ ფიზიკური მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილს და მზადყოფნა აღუთქვა, რომ ისინი 29 დეკემბრის შემდეგ მასთან, სასახლეში დარჩებიან.

"მე შევთავაზე სრული მხარდაჭერა პრეზიდნეტს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ჩვენ მზად ვართ, დავრჩეთ 29 დეკემბრის შემდეგაც სასახლეში და ის გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც ლეგიტიმური საქართველოს პრეზიდენტი იქნება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი შეთავაზება, სხვა ყველა ფორმასთან ერთად, რომელიც იქნება ლეგიტიმური სამართლიანი და არაძალადობრივი.

ერთ-ერთი მექანიზმი არის ფიზიკური მხარდაჭერა 29 დეკემბრის შემდეგ მის გვერდზე ფიზიკური თანადგომა და სასახლიდან არგასვლა", - თქვა ანა დოლიძემ და არ დააკონკრეტა, როგორია თავად პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიცია ამ საკითხზე. მისი თქმით, პრეზიდენტი თავად ისაუბრებს ამაზე.

დოლძემ, ასევე აღნიშნა, რომ ბარირგადალახული პარტიები საქართველოს პრეზიდენტთან ერთად განიხილავენ ის დოკუმენტს, რომელიც ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებს, "რომლის მიხედვითაც საქართველოში შეიძლება ჩატარდეს ახალი არჩევნები".

"ბევრ მექანიზმზე იყო საუბარი - პირველი რაც აქ მოხდება, წარდგენილი იქნება პირობები რომლის მიხედვითაც შეიძლება ჩატარდეს ჩვენთვის მისაღები სამართლიანი არჩევნები. ადვილი არ არის, ჩვენ უნდა მოვიცვათ ფართო საზოგადოებრივი ფენები და ამიტომა რის აქ შეხვედრები".

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა