WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ სკანდალურ ფაქტთან (დავით ფეიქრიშვილის ცემის ფაქტი) დაკავშირებით ბრალდებულ გიორგი პატარიძეს – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტული მინიშნებით მწვავე პოზიცია დააფიქსირა “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა:

“მზია ამაღლობელს რომ წინასწარი პატიმრობა ეკუთვნოდა აღმკვეთად და ამას გირაო, აი მაგ სამართლის სიმართლით იაროს ყველა მოსამართლემ, ვინც რეჟიმს უბრალოდ ბეჭედს ურტყამს!” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.