მთავრობა აქციების დაშლის ხელმძღვანელ პირებს ღირების ორდენზე წარადგენს

1 day ago 2

საქართველოს მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 მაღალჩინოსანს ღირსების ორდენზე წარადგს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პოლიციის მაღალჩინოსნებს შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც პროევროპული აქციების დაშლაში მონაწილეობდნენ. მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და რამდენიმე ევროპული ქვეყნის მიერ სანქცირებული პირები.

ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფო ჯილდოზე წარადგენენ:

  • შს მინისტრი, ვიცე - პრემიერი - ვახტანგ გომელაური;
  • შს მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე;
  • შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე;
  • შს მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი;
  • შს მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე;
  • შს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თემურ კუპატაძე;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე;
  • თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, სულხან თამაზაშვილი;
  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი;
  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები მილერი ლაგაზაური და მირზა კერზევაძე.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა