ვგმობ ნებისმიერ ძალადობას - ნიდერლანდში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა

3 weeks ago 7

ნიდერლანდის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, დავით სოლომონიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. ინფორმაციას, განცხადების ფოტოსთან ერთად ფეისბუქზე დავით სოლომონიას და, ნინო სოლომონია ავრცელებს ტექსტით: ეს ჩემი ძმის, საქართველოს ელჩის ნიდერლანდებში დავით სოლომონიას გადადგომის წერილია!

განცხადებაში დავით სოლომონია წერს:

„მე პირნათლად ვასრულებდი ჩემს სამსახურებრივ მოვალეობებს ვიდრე მჯეროდა, რომ სულ მცირე გავლენის მოხდენა შემეძლო პროცესებზე. დღეს ეს იმედი დასრულდა.

ვგმობ ნებისმიერ ძალადობას და ვტოვებ ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას“.

დავით სოლომონიამ ელჩის თანამდებობა ნიდერლანდებში 2021 წელს დაიკავა. იქამდე ოთხი წლის განმავლობაში ბრაზილიაში იყო ელჩი.

29 ნოემბერს თანამდებობა დატოვა ბულგარეთში საქართველოს ელჩმაც, ოთარ ბერძენიშვილმა.

სრულად წაკითხვა