მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან თავიდანვე აგრესიით და ძალადობით დაიწყო აქცია 300-400 კაციანი ჯგუფის მიერ, თავიდანვე დაგვეწყო ღონისძიება – ვაჟა სირაძე

2 weeks ago 46

9

საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიცია “პროპორციულ ძალას” იყენებს.

,,ყველამ კარგად დაინახეთ, ბოლო დღეებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით იდგნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ითმენდნენ, ამ სიტყვების სრული გაგებით, აქციის მონაწილეების, აგრესიული ხალხის მხრიდან იმ ძალადობრივ ქმედებებს, რასაც ისინი ჩადიოდნენ, სისტემატურად, ფაქტობრივად გაუჩერებლივ. 100-ზე მეტი პოლიციელია დაზიანებული, ესროდნენ პიროტექნიკას, სხვადასხვა რკინის საგნებს და სერიოზული დაზიანებები მიიღეს პოლიციელებმა, მათ შორის დასჭირდათ ქირურგიული ჩარევები.

გამომდინარე აქედან, კვლავ მოვუწოდებ პირებს, ვინც აგრესიულად არის განწყობილი, სჩადის დესტრუქციულ ქმედებებს, ეს არ ეხება მხოლოდ პოლიციელების დაზიანებას, ასევე აზიანებენ ქონებას, ინვენტარს, პარლამენტის შენობას არაერთხელ დაინახეთ, რომ დაწვეს რამდენიმე ადგილი, ჩაამტვრიეს შუშები, შესაბამისად, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან თავიდანვე აგრესიით და ძალადობით დაიწყო აქცია 300-400 კაციანი ჯგუფის მიერ, თავიდანვე დაგვეწყო ღონისძიება და გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა იმ აგრესიული ჯგუფის წინააღმდეგ, რომლებიც ასე აქტიურად არიან ჩართული ძალადობრივ ქმედებებში”, – ამბობს სირაძე. (ფორმულა)

სრულად წაკითხვა