ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ საკუთარი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელი, მაილს ლიუის-სკელი შეაქო.
მას გამორჩეული ხასიათი აქვს საკუთარი ასაკისთვის და ძალიან მომწიფებულიცაა. მისი ხარისხი ჩვენს სათამაშო სტილს კარგად ერგება.
თეორია ერთია, მაგრამ ამ დონეზე თამაში მეორე. დიდი აპლოდისმენტები მას.
- თქვა არტეტამ.
18 წლის მაილს ლიუის-სკელიმ იფსვიჩთან 90 წუთი ითამაშა დაცვაში და გუნდს გოლი არ გაუშვია.