მიმართვა მსახიობებს – “ან ახლა იტყვით, რომ ემიჯნებით ძალადობას, ან ყველა დღე სირცხვილში გაატარებთ”

2 weeks ago 6

უკვე ერთი კვი­რაა სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლიო მე­დი­ის ობი­ექ­ტივ­შია. თბი­ლი­სი და რე­გი­ო­ნე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­მა მო­იც­ვა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შვი­დი დღეა აპ­რო­ტეს­ტე­ბენ 28 ნო­ემ­ბერს მთავ­რო­ბის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნის სა­კი­თხი 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნოს.

თით­ქმის ყო­ველ ღამე აქ­ცი­ე­ბის დაშ­ლი­სას სპეც­რაზ­მი იყე­ნებს წყლის ჭავლს, ცრემლსა­დენ გაზს და სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბებს. შე­დე­გად ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­შავ­დნენ. მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ჯა­რო უწყე­ბებ­ში თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. ასე­ვე გუ­შინ გა­ი­ფიც­ნენ კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, სპორ­ტი­სა და კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, “ინფლუ­ენ­სე­რე­ბი” სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მხო­ლოდ ერთ თე­მას ეხე­ბი­ან – პრო­ტეს­ტი თბი­ლის­ში, ვი­თა­რე­ბა აქ­ცი­ა­ზე.

  • ცოტა ხნის წინ ჟურ­ნა­ლის­ტმა და პრო­დი­უ­სერ­მა ბექა მა­ი­სუ­რა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი და­წე­რა და იმ მსა­ხი­ო­ბებ­სა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნებს მი­მარ­თა, ვინც ამ დღე­ებ­ში დუმ­და. მათ შო­რის არი­ან ნა­ნუ­კა გუ­ლუა, სა­ლო­მე შარ­ვა­ძე, დუტა სხირტლა­ძე, თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძე, თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი და სხვე­ბი.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ დუტა სხირტლა­ძე ერ­თა­დერ­თია მათ­გან, რო­მე­ლიც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე იდგა. ის აქ­ცი­ა­ზე ბაჩო ქა­ჯა­ი­ას­თან და ლაშა გურ­გე­ნი­ძეს­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. ფოტო სწო­რედ გურ­გე­ნი­ძემ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

“Nanuka Gulua Salome Sharvadze Tatuli Edisherashvili Tamuna Nikoladze Duta Skhirtladze ან ახლა გა­მოხ­ვალთ და იტყვით, რომ მო­დი­ხართ იმე­დი­დან, ან ახლა გა­მოხ­ვალთ და ხმა­მაღ­ლა იტყვით რომ ემიჯ­ნე­ბით იმ ძა­ლა­დო­ბას რა­საც რუსი არა­ლე­გი­ტი­მუ­რი მთავ­რო­ბა სჩა­დის ყო­ველ­დღე, ან არა­და ყვე­ლა თქვე­ნი დღე სირ­ცხვილ­ში მო­გი­წევთ გა­ა­ტა­როთ.

სხვა და­ნარ­ჩენ­მა, “ინფლუ­ენ­სე­რი­თა” და უნი­ჭო მსა­ხი­ო­ბე­ბით და­წყე­ბუ­ლი, ვი­თომ ხე­ლო­ვა­ნე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი, უკვე გა­მო­უ­ტა­ნეს სა­კუ­თარ თავს გა­ნა­ჩე­ნი.თქვენ ჯერ კი­დევ გე­ლით ხალ­ხი” – წერს მა­ი­სუ­რა­ძე. მის პოსტს უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი აქვს და ყვე­ლა მთგა­ნი და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი­დან პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბას ითხოვს.

The post მიმართვა მსახიობებს – “ან ახლა იტყვით, რომ ემიჯნებით ძალადობას, ან ყველა დღე სირცხვილში გაატარებთ” appeared first on TTimes.GE.

სრულად წაკითხვა