"მოედანზე უბრალოდ ხატავს" - როგორ ეხმაურებიან "სენტ-ეტიენის" ფანები ზურიკოს პერფორმანსს

1 month ago 37

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურის შეხვედრაში "სენტ-ეტიენმა" სახლში "ლილი" მიიღო და 1:0 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა ბრწყინვალე საგოლე გადაცემა შეასრულა. 

ზურიკოს ამ პერფორმანსს "სენტ-ეტიენის" ფანები ასე გამოეხმაურნენ: 

"მესივით არიგებს პასებს, საოცარია მისი თამაშის ხილვა. 

"გუნდს ახალი ლიდერი ჰყავს, ტოპ ტრანსფერი იყო ზაფხულში. 

"ზურიკო მოედანზე უბრალოდ ხატავს. ბრწყინვალე თამაშთან ერთად, სასწაულებს აკეთებს. 

"საოცარია მისი ყურება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას თამაში სწყურია. 

"მორიგი უმაღლესი დონი მატჩი და მნიშვნელოვანი სამი ქულა. ზურიკოს უდიდესი წვლილი ამ გამარჯვებაში", - წერენ ქომაგები.

სრულად წაკითხვა