მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი – მედიაკოალიცია

6 hours ago 4

2

მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოცემა ბათუმელების დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს და მის და სხვა უკანონოდ დაკავებულ პირების გათავისუფლებას მოითხოვს:

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება გამოცემა „ბათუმელების” დირექტორის, მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებას და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ მედიის წარმომადგენლის დაკავება მოხდა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს, სადაც პოლიციამ ასევე უკანონოდ დააკავა ათამდე მოქალაქე. აღსანიშნავია, რომ დაკავების საფუძველი – კედელზე წარწერის „იფიცება საქართველო” განთავსება – წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების ლეგიტიმურ ფორმას.

კოალიცია აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლას და მათი საქმიანობის შეზღუდვას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობს, პოლიცია უკანონოდ აკავებს მშვიდობიან მომიტინგეებს და მედიის წარმომადგენლებს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოითხოვს დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი, ასევე, სხვა უკანონოდ დაკავებული პირები და წინასწარ პატიმრობაში მყოფი პოლიტპატიმრები.

განახლება: დაკავებული მზია ამაღლობელი გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ხელახლა დააკავეს რამდენიმე
წუთში.

სრულად წაკითხვა