მზია ამაღლობლის თქმით, დაკავების შემდეგ არასათანადოდ მოეპყრნენ

3 hours ago 3

ფოტო – ნეტგაზეთი

❗️„ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორ მზია ამაღლობელთან არ უშვებენ ადვოკატს, თუმცა იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. მზია ამაღლობელმა მას განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
❗️ამასთანავე მან, სახალხო დამცველის წარმომადგენელს მოუთხრო, რომ
როდესაც იგი პირველი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, იგი ჭყლეტაში მოხვდა და ხელზე ტკივილი იგრძნო, რადგან მას ხელზე ძლიერად უჭერდნენ. ხელის გათავისუფლების მიზნით, მან ხელი ძლიერად აიქნია და უნებურად მოარტყა პოლიციელს, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღმოჩნდა ბათუმის პოლიციის უფროსი. პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელი მყისიერად, თავადვე დააკავა.

❗️როგორც მზია ამაღლობელია აღნიშნავს, არასათანადო მოპყრობა განხორციელდა სწორედ პოლიციის უფროსის მხრიდან.

სრულად წაკითხვა