პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, ბათუმსა და თბილისში დაკავებებს ეხმაურება და წერს:
უკვე მოქალაქეთა დაკავების მიზეზებითაც კი რუსეთსა და ბელორუსს ვემსგავსებით.
არსებობს საკითხები, რომლებზეც განსხვავებული აზრი არ უნდა ჰქონდეთ პატიოსან ადამიანებს. მაგალითად, რეპრესიები და პლაკატის გაკვრის გამო ადამიანების დაკავება არ მართლდება! ძალადობა და თავ-პირის დალეწვა არ მართლდება!
არ მართლდება, მათ შორის არც გეოპოლიტიკური არგუმენტებით!