"მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას" - თიბისი ბანკი მათი გუნდის ორი წევრის გათავისუფლებას ითხოვს

2 weeks ago 5

თიბისი ბანკი ავცრელებს განცხადებას, რომელშიც თიბისელები სოლიდარობას უცხადებენ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულს და ითხოვენ მათი ორი თანამშრომლის, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს უსაფუძვლოდ დააკავეს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

"დღეს, 8 დეკემბერს, თიბისელები შევიკრიბეთ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი გუნდის ორ წევრს - გიორგი მაისურაძეს და გიორგი ქორქაძეს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს უსაფუძვლოდ დააკავეს და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ" - ნათქვამია თიბისის განცხადებაში.

სრულად წაკითხვა