“მოვითხოვოთ რუსული მთავრობის გადადგომა, უკან დასახევი გზა მოჭრილია” – ხაზარაძე

3 weeks ago 8

66

კოალიცია “ძლიერი საქართველოს”  ლიდერი, მამუკა ხაზარაძე  ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას ეხმაურება.

აშშ-მ შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან.

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რუსულმა ოცნებამ კრემლის დავალება პირნათლად შეასრულა, საქართველო სრულ იზოლაციაში მოახვედრა.

ყველა მოქალაქის და პატრიოტის ვალია, წინ აღუდგეს ამ რეჟიმს და სრული დაუმორჩილებლობა გამოუცხადოს კრემლის მარიონეტულ მთავრობას.

მოვითხოვოთ რუსული მთავრობის გადადგომა, უკან დასახევი გზა მოჭრილია.

დაინიშნოს ახალი არჩევნები!

მხოლოდ წინ გამარჯვებისკენ! – აღნიშნავს ხაზარაძე. 

სრულად წაკითხვა