მომავალ კვირაში, რასა იუკნევიჩიენეს ხელმძღვანელობით, ევროპარლამენტის დელეგაცია ჩამოვა

1 month ago 20

3

მომავალ კვირაში, საქართველოში ევროპარლამენტის დელეგაცია ჩამოვა.

მათ რასა იუკნევიჩიენე უხელმძღვანელებს. ის შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და პოლიტიკურ პარტიებს. ის ეცდება მოინახულოს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამიაც.

“ჯერ კიდევ ევროპული ინტეგრაციის შეჩერებამდე და ასეთი ბრუტალური დარბევების წინ, ჩვენ მოვითხოვეთ ხელახალი არჩევნები ნეიტრალური ადმინისტრაციის ქვეშ. ჩვენ მომავალ კვირად საქართველოში ჩამოვალთ, შევცვდებით ხელისუფლების ლეგიტიმურ ორგანოებს: პრეზიდენტს, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს. აუცილებლად მოვინახულებთ ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილს, თუ ამის საშუალება მოგვცემენ. სამწუხაროდ, საქართველოში ახლა გაცილებით მეტი პოლიტიკური პატიმარია, ვიდრე აქამდე. რაც მთავარია, ეს ხდება ევროკავშირის წევრობის მსურველ, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაში. ზოგჯერ გვეუბნებიან, თქვენ ნაკლებად კრიტიკულები ხართ შუა აზიის ქვეყნებში მიმდინარე არჩევნების მიმართ. დიახ, ჩვენ უფრო კრიტიკულები ვართ, როდესაც საქმე კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას ეხება. მოთხოვნები და სტანდარტები ძალიან მაღალია”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ.

სრულად წაკითხვა