2
საპროტესტო აქციაზე დაკავებულები- ირაკლი დიასამიძე და ირაკლი წულაია მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სამართალდამრღვევად ცნო და მათ ფულადი ჯარიმა დააკისრა. ირაკლი წულაია 3 ათასი ლარით, ხოლო ირაკლი დიასამიძე 4500 ლარით დააჯარიმა.
ადვოკატები აპირებენ, რომ გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრონ.
რაც შეეხება თავად საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს – ისინი აცხადებენ, რომ პოლიციელები, რომლების ჩვენების საფუძველზეც მოხდა განაჩენის გამოტანა, დაკავების პროცესს საერთოდ არ ესწრებოდნენ.