მოსამართლე სისტემის ადვოკატად – რამ და რატომ გააბრაზა ქეთევან ჯაჭვაძე

6 hours ago 2

3

ხმაური სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესზე – მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე, წინასასამართლო სხდომის გადადების შესახებ, ადვოკატების რეპლიკებმა გააბრაზა.

მას შემდეგ რაც, ადვოკატებმა თავიანთი სიტყვებით ისარგებლეს, მოსამართლე ვრცელი სიტყვით ისარგებლა და თქვა, რომ პროკურატურას უფლება ჰქონდა არა 35 დღით, არამედ უფრო მეტით, 2 თვითაც კი მოეთხოვათ სასამართლოს გადადება.

ამის შემდეგ, რეჟიმის ტყვეების ადვოკატებს დარჩათ განცდა, რომ მოსამართლე ჯაჭვაძე მიკერძოებულად მოქმედებდა და მისი აცილება მოითხოვეს. უფლებადამცველების თქმით, ამის შემდეგ ძნელია მოსამართლის ობიექტურობის იმედი ვინეს ჰქონდეს.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესია. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე. მოსამართლემ მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხზე უნდა იმსჯელოს.

სრულად წაკითხვა