მოსკოვმა სოხუმისთვის ელექტროენერგიის “ჰუმანიტარული მიწოდება” დაიწყო

8 hours ago 3

რუსეთიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიის “ჰუმანიტარული მიწოდება დაიწყო”. ამის შესახებ რუსულ გამოცემა “TASS-ს” დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სამინისტროდან განუცხადეს.

“დღეს, მოსკოვის დროით 07:00 საათიდან დაიწყო რუსეთიდან ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება,” – თქვა პირველი ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა, ჯანსუღ ნანბამ.

“ჩერნომორენერგოს” ინფორმაციით, ძალაში შევიდა პირველ ნოემბერს შემოღებული ელექტროენერგიის მიწოდების წინა გრაფიკი, ოთხსაათიანი შეზღუდვით – ორ-ორი საათი დღისით და ღამით.


21 დეკემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ “ახლა საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ხალხის სახლებში სინათლისა და სითბოს დასაბრუნებლად”. ამასთან დაკავშირებით, მან მიმართა რუსეთის ფედერაციას ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდების საკითხის გადაწყვეტის თხოვნით. მისი თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკას შესაძლოა ჰუმანიტარული კატასტროფა შეექმნას.

სრულად წაკითხვა