,, მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება” – მეზვრიშვილი გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე

1 week ago 3

52

გახარიას პარტიის წევრი აცხადებს, რომ აჭარის პროკურატურას მიმართეს კონკრეტული მოთხოვნებით, სასწრაფოდ დაიქვემდებაროს გახარიაზე მომხდარი თავდასხმის საქმის გამოძიება:

,,დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა ამის მტკიცებულება არსებობს.

ვესაუბრე გამომძიებელს და მათივე ინტერესშია, ამის მიუხედავად, ყველაფერი ამოიღონ (რაც სავსებით შესაძლებელია), თავის კამერებიანად.

მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება. ამიტომ, მოუწევთ ესეც გამოიძიონ და ამტკიცონ რომ არ გაუნადგურებიათ…

აჭარის პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება კონკრეტული მოთხოვნებით, მათ შორის: დაადგინონ ყველა შემსრულებლის და დანაშაულებრივი დავალების გამცემის ვინაობა და დაიწყონ ბრალდებულების დაკავების პროცედურა. საქმე სასწრაფოდ უნდა დაიქვემდებაროს პროკურატურამ და შეაჩეროს მტკიცებულებების განადგურება.“ – წერს მეზვრიშვილი

სრულად წაკითხვა