სოციალური ქსელით სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება – „გიგას ჰაბის” დამფუძნებელი, გიგა აბულაძე გარდაიცვალა.
ის სოციალური მედიის და ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი იყო. მან შექმნა „გიგას ჰაბი” – პროექტი, რომელიც შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერას ემსახურებოდა
„მშვიდობით განისვენე, მაგარო ბიჭო! ძალიან მატკინე გული! გპირდები, გამარჯვებას ბოლომდე მივიყვანთ“, – წერს ბიზნესმენი ლაშა ბასლანძე.
ცნობილია, რომ გიგა აბულაძე მძიმე გენეტიკურ დაავადებას ებრძოდა.