მხოლოდ ბარსელონაში - რაფინიას და ლევანდოვსკის მშვენიერი სეზონი აქვთ

2 weeks ago 9

გუშინ ბარსელონამ ლა ლიგაში შუა კვირის შეხვედრა გამართა და ზედიზედ 3 ტურში დაკარგული ქულების შემდეგ მოგება პირველად შეძლო.

ჰანსი ფლიკის გუნდმა გასვლაზე მალიორკასთან ითამაშა და მეტოქეს დიდი სხვაობით, 5:1 აჯობა, სადაც 2 გოლი ბარსას წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის, რაფინიას ანგარიშზე გახლდათ.

რაც შეეხება მთავარ სტრაიკერს, რობერტ ლევანდოვსკის, მას წუთითაც კი არ უთამაშია. ფლიკმა პოლონელ ფორვარდს დასვენების საშუალება მისცა.

როგორც Opta-მ დაწერა, ევროპის მასშტაბით მხოლოდ ბარსელონას ჰყავს 2 ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც 10-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი, რაფინია და ლევანდოვსკი.

სრულად წაკითხვა