მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება წინსვლა თუ აზიურ ტვირთს ჰაბის პრინციპით გავატარებთ ევროპასა და ამერიკაში!!! სხვა ყველაფერი ტყუილია!” – ოთო აბესაძე

6 days ago 6

ეკონომიკის დოქტორი, ოთო აბესაძე:

,,ყველამ კარგად უნდა გაიაზროს ‼️

ჩინეთს, ინდოეთს და აზიურ ქვეყნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვჭირდებით, თუ ვართ კომფორტული გამტარი ევროპასა და ამერიკაში.

რუსეთთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ჩვენს გარეშეც იდეალურად ვაჭრობენ.

“აბრეშუმის გზის” იდეა მაშინაა გამართლებული, თუ საქართველოს ექნება ღრმაწყლოვანი პორტი და ექნება თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან და ამერიკასთან. სხვა შემთხვევაში საქართველოსთვის ჰაბის ძახილი არის წყლის ნაყვა ‼️

რა სარგებელს მოვუტანთ BRICS -ს? რა შუაში ვართ მანდ? უჩვენოდ რა, ვერ ვაჭრობენ ერთლანეთში? სასაცილოა ეს ყველაფერი.

კარგად უნდა გაიაზროს ყველამ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება წინსვლა თუ აზიურ ტვირთს ჰაბის პრინციპით გავატარებთ ევროპასა და ამერიკაში ‼️

სხვა შემთხვევაში რათ გვინდა აზია? რა გვაქვს იმდენი რომ გავყიდოთ ჩინეთში და სარგებელი მივიღოთ? რამდენი ღვინო ან რამდენი წყალი? ან რაუნდა ვიყიდოთ მათგან შიდა მოხმარებისთვის ისეთი რაც არ გვაქვს?

რეექსპორტისთვის ვჭირდებით აზიას და სად? რუსეთში? ჩვენს გარეშე უფრო ახლოს და მჭიდროდ ვაჭრობენ.

ყველაფერი ტყუილია, ყველანაირი ეკონომიკური დაპირება ტყუილია. აზიურ სამყაროს მხოლოდ ჰაბად, გამტარად ვჭირდებით ‼️ ჰაბად ევროპასთან და ამერიკასთან ‼️

ისეთივე ჰაბად, როგორც ამერიკული ავტომობილები მხოლოდ საქართველოდან გადის აზიასა და რუსეთში.

ეხლა სად ვართ? იზოლირებული ამერიკისგან და ევროპისგან ‼️ საერთოდ ამოვვარდით მსოფლიო ეკონომიკური წყობიდან”

სრულად წაკითხვა