ნადები ჩაიდანში. როგორ გავასუფთაოთ ხელთ არსებული საშუალებებით

3 weeks ago 15

მათ, ვის ქალაქშიც წყალი სიხისტით ხასიათდება, კარგად იციან, ნიშნავს ნადები. ის ჩნდება ჩაიდნებსა და ქვაბებში, რაც მნიშვნელოვნად აფუჭებს საჭმლის გემოს და ხარისხს. ყველაზე ხშირად, სიხისტე სწორედ ჩაიდანს აზიანებს. გარდა იმისა, რომ ნადები სწრაფად აფუჭებს ჩაიდანს, ის ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა.

თუმცა, ჩაიდანი შეიძლება ძალიან მარტივად და სწრაფად გაიწმინდოს. ამისათვის დაგჭირდებათ რამდენიმე საშუალება, რომელიც არის თითქმის ყველა სამზარეულოში. თქვენ შეგიძლიათ გაწმინდოთ, როგორც მომინანქრებული ჩაიდანი, ასევე ელექტროჩაიდანიც. არსებობს რამდენიმე რეცეპტი, რომელსაც პაპარაცის დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ.

ნადები ჩაიდანში: მასთან ბრძოლის 6 მეთოდი

ვინაიდან ნადებს ეშინია ორგანული და არაორგანული მჟავეების, აუცილებელია მასთან ბრძოლა მჟავას შემცველი ნივთიერებებით.

ძმარი

ძმარი ითვლება ნადების ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ გამწმენდად, ამიტომ მწარმოებლები არ გირჩევენ მის გამოყენებას ელექტროჩაიდნებისთვის. თუ სხვა საშუალება არ გაქვთ, მაშინ უმჯობესია გამოიყენოთ არა სუფთა ძმარი, არამედ მისი სუსტი ხსნარი. ეს მუშაობს მხოლოდ შედარებით ახალ მოწყობილობებზე.

რეკომენდებულია პლასტმასისგან, მინისგან, უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ჩაიდნებისთვის, ნადების დიდი ფენით.

გამოყენება

ქვაბში ჩაასხით 0,5 ლიტრი წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. მდუღარე წყალში ჩაასხით 180 – 200 მლ 9%-იანი ძმარი. დატოვეთ ხსნარი ქვაბში 60 წუთის განმავლობაში, რათა ნადები მოსძვრეს. თუ ამ დროის განმავლობაში ნადები თავისით არ მოსცილდება, მისი მოშორება შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხი ღრუბლით.

სუფთა ჩაიდანში აუცილებლად აადუღეთ წყალი და რამდენჯერმე გარეცხეთ. ამ გზით მოაშორებთ დარჩენილ ძმარს. ამ წყლის დალევა არ შეიძლება.

ლიმონმჟავა

რეკომენდებულია პლასტმასისგან, უჟანგავი ფოლადისა და მინისგან დამზადებული ელექტრო ჩაიდნებისთვის, მცირე ნადების შემთხვევაში.

გამოყენება

ჩაიდანში ჩაასხით 0,5 მლ წყალი და ადუღეთ. მდუღარე წყალში ჩაყარეთ 2 ს/კ ლიმონის მჟავა. ქვაბში წყალი აშიშხინდება – არ შეგეშინდეთ, ეს ნორმალურია. 2 საათის შემდეგ, როცა წყალი მთლიანად გაცივდება, შეამოწმეთ ნადები. თუ მთლიანად არ მოსცილდა, ძირი და გვერდები ღრუბლით გახეხეთ და ჩაიდანი გარეცხეთ. სუფთა ქვაბში აადუღეთ წყალი და გამოავლეთ.

სოდა

ვინაიდან მომინანქრებული ჭურჭელი არ რეაგირებს მჟავე საშუალებებზე, ძმარი და ლიმონმჟავა მათთვის არ არის შესაფერისი. რასაც ვერ ვიტყვით სოდაზე.

რეკომენდებულია მინანქრის, ალუმინის და პლასტმასისგან დამზადებულ ჩაიდნებისა და ქვაბებისთვის გამოსაყენებლად.

გამოყენება

ქვაბში შეურიეთ 0,5 ლ წყალი და 1 ს/კ სოდა (შესაფერისია როგორც საკვები სოდა, ასევე კალცინირებული). აადუღეთ სოდის ხსნარი, დაუწიეთ ცეცხლს და დატოვეთ გაზქურაზე კიდევ 30 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ჩაიდანი სუფთა წყლით გარეცხეთ და წყალი აადუღეთ.

ელექტროჩაიდნის გასაწმენდად, წყალი აადუღეთ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაყარეთ სოდა. დატოვეთ ხსნარი ჩაიდანში, სანამ ბოლომდე არ გაგრილდება. ამის შემდეგ ძირი და კედლები ღრუბლით გაწმინდეთ, გარეცხეთ ჩაიდანი და აადუღეთ სუფთა წყალი.

კოკა-კოლა და სხვა გაზიანი წყალი

დიდი ალბათობით, გსმენიათ კოკა-კოლას შესანიშნავი გამწმენდი თვისებების შესახებ. ის ადვილად ასუფთავებს ზედაპირებს და ჭურჭელს ნადებისაგან, ჟანგიდან და ლაქებისგან. სხვათა შორის, ზოგი ამტკიცებს, რომ სპრაიტსა და ფანტასაც იგივე ეფექტი აქვს. მათი დახმარებითაც შეგიძლიათ სცადოთ ჩაიდნის გასუფთავება.

რეკომენდებულია ელექტროჩაიდნებისთვის და უჟანგავი ფოლადისაგან დამზადებული ჩაიდნებისთვის.

გამოყენება

აიღეთ 0,5 ლიტრი კოკა-კოლა და გამოუშვით მისგან გაზი. ჩაასხით გაზიანი სასმელი ჩაიდანში და აადუღეთ. გაციების შემდეგ გადაწურეთ და შეაფასეთ შედეგი. თუ ნადები ბოლომდე არ მოშორდა, გახეხეთ ჭუჭყიანი ადგილები ჭურჭლის ღრუბლით. შესაძლოა, ნადები მაშინვე მოშორდეს. ამ შემთხვევაში ჩაიდანი უნდა გარეცხოთ და მასში უნდა აადუღოთ ცარიელი წყალი.

ხილისა და ბოსტნეულის გამწმენდები

ვინაიდან ეს მეთოდი საკმაოდ სათუთია, ის შესაფერისია მსუბუქი ნადების შემთხვევაში და ნადების გაჩენის პროფილაქტიკისთვის.

რეკომენდებულია მომინანქრებული და ლითონის ჭურჭლისა და ჩაიდნისთვის.

გამოყენება

აიღეთ ვაშლის, მსხლის ან კარტოფილის კანი (წინასწარ გარეცხილი), ჩაყარეთ ჩაიდანში, დაასხით წყალი და ადუღეთ. ამის შემდეგ დატოვეთ კანი 2 საათის განმავლობაში, სანამ წყალი არ გაცივდება. ჩაიდანში ნადები დარბილდება და მისი მოცილება ჩვეულებრივი ღრუბლით იქნება შესაძლებელი.

მარილწყალი

ჩაიდნის გაწმენდის ყველაზე უჩვეულო, მაგრამ არანაკლებ ეფექტური მეთოდია – კიტრის ან პომიდვრის მარილწყალი. გარდა ამისა, მარილწყალი შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ ნადების, არამედ მსუბუქი ჟანგის მოსაშორებლადაც. ამიტომ, თუ მაცივარში მწნილის მარილწყალი დარჩა, სარგებლით გამოიყენეთ.

რეკომენდებულია მომინანქრებული, უჟანგავი ფოლადის და ლითონის ჩაიდნებისთვის.

გამოყენება

საცრის ან მარლის გამოყენებით ჩაასხით მარილწყალი ჩაიდანში. აადუღეთ და გააგრილეთ. ამის შემდეგ გარეცხეთ ჩაიდანი ღრუბლით და სუფთა წყლით. აადუღეთ ჩაიდანში სუფთა წყალი.

როგორ მოვაშოროთ ჩაიდნის გარე მხარეს ჭვარტლი

ჩაიდნის ჭვარტლისა და ცხიმისგან გასაწმენდად სრულიად განსხვავებული მეთოდები უნდა იქნას გამოყენებული. ეს შეიძლება გაკეთდეს უბრალო ხელთარსებული საშუალებების გამოყენებით.

მეთოდი №1

  • 1.გაათბეთ ჩაიდანი, ის უნდა იყოს თბილი, მაგრამ არა ცხელი.
  • 2. აიღეთ 3 ს/კ სოდა და 1 ს/კ წყალი და დაამზადეთ პასტა.
  • 3. უხეში ღრუბლის გამოყენებით გადაუსვით პასტა დაბინძურებულ ადგილებს და გააჩერეთ რამდენიმე წუთით. ამ დროის განმავლობაში, ჭუჭყი დარბილდება და თქვენ შეძლებთ მარტივად მოაშოროთ იგი ღრუბლით ან ჯაგრისით.
  • 4. მოაშორეთ პასტა სუფთა წყლით და შეაფასეთ შედეგი.

მეთოდი ნომერი №2

ეს მეთოდი საუკეთესოა ძველი ცხიმისა და ჭვარტლის მოსაშორებლად. რა თქმა უნდა, მეტი დრო სჭირდება, მაგრამ შედეგი უფრო შესამჩნევია.

  • 1. აიღეთ დიდი ლითონის ჭურჭელი, რომელშიც ჩაიდანი მთლიანად ჩაეტევა. გამოდგება დიდი ქვაბი ან სათლი.
  • 2. ჭურჭელში ჩაასხით წყალი ისე, რომ ჩაიდანი მთლიანად ჩაიძიროს მასში. ჩაყარეთ სოდა 1 ს/კ – 1 ლ წყალზე.
  • 3. ჩაიდანი ჩადეთ წყალში და დადგით ცეცხლზე.
  • 4. ადუღების შემდეგ, ადუღეთ კიდევ ნახევარი საათის განმავლობაში. ამის შემდეგ გადმოდგით ჭურჭელი ცეცხლიდან და დაელოდეთ სანამ წყალი გაცივდება.
  • 5. ჩაიდნის გვერდები გაწმინდეთ უხეში ღრუბლით და გარეცხეთ სუფთა წყლით.

ჩაიდანში ნადების გაჩენის პროფილაქტიკა

რეგულარულად გაასუფთავეთ ჩაიდანი პროფილაქტიკური მიზნით. საკმარისი იქნება ამის გაკეთება 4-5 კვირაში ერთხელ. ამისათვის შესაფერისია მარილწყალი და ხილის კანი.

გამოიყენეთ მხოლოდ გაფილტრული ან გასუფთავებული წყალი. ეს უკეთესი იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის და ასევე გაახანგრძლივებს ჩაიდნის სიცოცხლეს. როდესაც ჩაიდნის ძირში ნალექია და მასში წყალი რჩება, ის უნდა გადაღვაროთ. არ დაამატოთ სუფთა წყალი. ჯერ გადაღვარეთ და მერე გარეცხეთ ჩაიდანი გამდინარე წყლით. მხოლოდ ამის შემდეგ აადუღეთ წყალი ხელახლა.

ჩვენი რჩევებით, თქვენი ჩაიდანი ყოველთვის სუფთა და მბზინვარე იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს

სრულად წაკითხვა