ნანუკა ქაჯაია: „მამა გაგრაში დაიღუპა, დედამ მე და ჩემი დები მარტო გაგვზარდა“

2 weeks ago 26

 „მამა გაგრაში დაიღუპა, დედამ მე და ჩემი დები მარტო გაგვზარდა“ტელეჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია გაგრაში დაღუპულ მამაზე სოციალურ ქსელში წერს და რელიქვიად ქცეულ ფოტოს აქვეყნებს.

„როცა მამაჩემი გაგრის დაცემის დღეს, 2 ოქტომბერს მოკლული ნახეს, ჯიბეში პასპორტი უპოვეს, სადაც ეს ფოტო ედო.

პ.ს. ფოტოზე ალბათ მიცანით“, – წერს ნანუკა.

ჟურნალისტის ოჯახმა მძიმე დღეები და წლები გაიარა. დედამ სამი შვილი დევნილობაში გაზარდა. ამის შესახებ ნანუკა „სარკესთან“ საუბრობს:

– თბილისში ვიზრდებოდი, მაგრამ ჩვენ გაგრიდან ვართ. მამაჩემი იქ დაიღუპა. მე და ჩემი ორი და დედამ, მადონა ცომაიამ, მარტო გაგვზარდა.

 „მამა გაგრაში დაიღუპა, დედამ მე და ჩემი დები მარტო გაგვზარდა“

ვფიქრობ, რთული პერიოდის მიუხედავად, დედამ შეძლო, რომ უდარდელი და ბედნიერი ბავშვობა გვქონოდა სიყვარულსა და ბევრ სითბოში. სხვადასხვა წრეზე დავყავდით – სამსახიობოზე, ცეკვაზე, მუსიკაზე. სიმღერა საერთოდ არ გამომდის, მაგრამ მაინც ვმღერი…

დედა არის ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი და დიდი გულშემატკივარი. რჩევებს მაძლევს გარეგნობის თაობაზეც. მაგალითად, ყოველ დილით მთხოვს, წავისვა წითელი ტუჩსაცხი და გავიშალო თმა.

– რა არის თქვენთვის ადამიანებთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანი?

– ძალიან ერთგული და სამართლიანი ვარ. არ მიყვარს ტყუილზე აგებული ურთიერთობები. მეგობრისთვის კი შემიძლია, შეუძლებელი გავაკეთო. ამიტომ მგონია, კარგი მეგობარი ვარ, თუმცა დროის დეფიციტს განვიცდი (კითხვის გაგრძელება).

სრულად წაკითხვა