WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციის ალიანსი დატოვა. ინფორმაციას „ნეტგაზეთს“ პარტიაში უდასტურებენ.

2 მარტს 9 პარტია ოპოზიციის ალიანსზე შეთანხმდა. გაერთიანებაში შედიოდნენ –  „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ და „ევროპული საქართველო“.

განცხადების მიხედვით, ალიანსის სტრატეგიული მიზანია „საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მობილიზება მშვიდობიანი პროტესტისა და რეჟიმის დემონტაჟისთვის“.

ოპოზიციის ალიანსმა რამდენიმე საათის წინ Facebook გვერდზე ახალი ფოტო გააზიარა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო დატანილი აღარ არის.

სექტემბერში „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ პარტია ბოლო პერიოდში ალიანსთან დაკავშირებით არცერთ აქტივობაში არ იღებს მონაწილეობს.

„მთავარი მიზეზი იყო ის რომ უბრალოდ ეს ადამიანები, ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად, დაკავებული იყვნენ ჩვენი და ჩვენი ლიდერების ძაგებით. ამიტომ, ეს არ იყო საქმიანი გარემო“, – თქვა ფავლენიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით.