ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი გააგრძელებს ამერიკასთან ერთად, ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებაზე მუშაობას

3 weeks ago 17

ისრაელის გუნდს შეხვედრები ჰქონდა, რათა განეხილა ამერიკის მიერ შეთავაზებული ლიბანთან ცეცხლის შეწყვეტის წინადადებები და გააგრძელებენ დისკუსიებს მომდევნო დღეებში. ამის შესახებ, პარასკევს, 27 სექტემბერს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. მან დასძინა, რომ ის აფასებს ამერიკის ძალისხმევას.

"ჩვენი გუნდები შეიკრიბნენ [ხუთშაბათს, 26 სექტემბერს], რათა განეხილათ ამერიკის ინიციატივა და ის, თუ როგორ მივაღწიოთ საერთო მიზანს - ადამიანების უსაფრთხოდ დაბრუნებასს სახლებში. ჩვენ გავაგრძელებთ ამ დისკუსიებს უახლოეს დღეებში", - თქვა მან განცხადებაში.

ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა, ხუთშაბათს, 26 სექტემბერს განაცხადა, რომ ჩრდილოეთში ცეცხლის შეწყვეტა არ იგეგმება. ისრაელ-ლიბანის საზღვარზე, ქვეყნის ჩრდილოეთით, ისრაელის თვითმფრინავები, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰეზბოლას" წინააღმდეგ ყველაზე მძიმე დაბომბვას ახორციელებენ.

ხუთშაბათს, მას შემდეგ რაც ნეთანიაჰუ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად გაემგზავრა, მისმა ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრმა ისრაელის ჯარს უბრძანა, რომ სრული ძალით გააგრძელონ ბრძოლა ლიბანში.

სრულად წაკითხვა