ნიკა გვარამიას პროცესი 23 დეკემბრამდე გადაიდო

1 week ago 8

ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის საქმეზე მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ნიკა გვარამიას პროცესი მოპასუხე მხარის არ დასწრების გამო 23 დეკემბრამდე გადადო.

ნიკა გვარამია მარნეულის იზოლატორში ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება. პროცესს ვერ დაესწრო ვერც მისი ადვოკატი ბექა კვინიკაძე, რომელიც სასამართლოს შემოსასვლელში არსებულ რიგში იდგა და მცირეხნიან პროცესს ვერ მიუსწრო.

სხდომა მას შემდეგ გაიმართება, რაც ოპოზიციონერი ლიდერი თავისუფლებაზე იქნება, რაც არ გამორიცხავს, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის დასრულების შემდეგ, ნიკა გვარამია კვლავ პატიმრობაში გაუშვან

საქალაქო სასამართლოში 17 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის საქმეს განიხილავენ. დღეს სასამართლოში 11 პირიანი საქმე განიხილება , სადაც პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტებია რიან დაბარებული. ყველა მათგანს გზის ხელოვნულ გადაკეტვას ედავებიან.

17 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის საქმეზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან ასევე ნინო კვიტაიშვილს და საბა სხვიტარიძეს.

სრულად წაკითხვა