ნიკა კაცია მოსამართლემ  2 თვიან პატიმრობაში გაუშვა

1 week ago 9

ნიკა კაცია მოსამართლემ  2 თვიან პატიმრობაში გაუშვა. იმის მიუხედავად, რაც სხდომაზე ხდებოდა, თამარ მჭედლიშცვილმა მას მაინც პატიმრობა შეუფარდა.

სხდომაზე დაკავებულმა ქრონოლოგიურად მოუყვა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს, თუ როგორ დაადეს ხელბორკილები და როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად.

ჟურნალისტის მონათხრობის თანახმად, 10-მდე ნიღბიანი პირი სწორედ მაშინ დაესხა თავს, როდესაც საპროტესტო აქციაზე მიდიოდა – “მოულოდნელად ჩამსვეს ავტომობილში და გამიტაცეს”.

ნიკა კაცია ფიზიკურ ანგარიშსწორებაზეც მიუთითებდა, რა დროსაც განაცხადა, რომ ნიღბიანებმა მასზე რამდენიმე ეტაპად იძალადეს. ჟურნალისტის განმარტებით, ძალადობის პირველი ეპიზოდი ავტომობილში, ხოლო მეორე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გადაყვანის დროს განხორციელდა.

ნიკა კაციას ცნობით, წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაყვანამდე გაჩხრიკეს და მისივე განმარტებით, ნარკოტიკული ნივთიერებები ჩაუდეს – “საქმე თავიდან ბოლომდე შეკერილია”.

სასტიკად დამცინავად, შეურაცმხმყოფელად იქცეოდნენ, ბილწ სიტყვებს ვგულისხმობ, დარბაზში არ ვხედავ არც ერთს, მაგრამ ამოვიცნობ. თავიდან მეგონა, ბანდფორმირება დამესხა თავს, მერე როგორც აღმოჩნდა, იმ შენობაში ვიყავი, რომელსაც, როგორც კრიმინალურს ვიცნობთ.

ქურთუკის გახსნა რომ დაიწყეს და ნახეს საახალწლო ზედა მეცვა, მითხრეს: “რიჟიკა ხარ ბიჭო”? მერე მითხრეს, „შენ ნაბ…ი ხარო”. აქციაზე მივდიოდი.. როცა მივხვდი, რასაც აკეთებდნენ, ვემუდარებოდი, რომ არ “ჩაედოთ”.

კაცი, რომელმაც ყველაზე მეტი ტყუილი მითხრა, [პოლიციის] აკადემიაში ლექციებს კითხულობს. ეს არის ფსიქოლოგიური წნეხი, არავის თავს არ ვაცოდებ, მე ვარ ადამიანი, რომელსაც დანაშაული რომ მქონდეს ჩადენილი, საგამოძიებო ორგანო ვერ დამასწრებდა თქმას. 42 წლის ვარ, არასოდეს შეხება არ მქონია…

როგორც კი შევედით კრიმინალურის ეზოში – იყო ასეთი ფრაზა, არ გაიგონ ჟურნალისტებმა…

სულ 63 კილო ვარ, არსად მივრბოდი, აბსოლუტურ შოკში ვიყავი, თვალები რომ ამიცრემლიანდა, ამაზეც დამცინავი საუბრები დაიწყეს – არ გინდა ნუ თამაშობო.

ერთმანეთს ანაცვლებდა ორი თემა – “სად გაქვს ფაქტი ბიჭო”? ამაზე ისეთი სტრესი მივიღე, არ ვიცი აქ როგორ ვზივარ და როგორ გესაუბრებით, ინსულტმა როგორ არ დამარტყა.

მეორე დღის ბოლომდე არ ვიცოდი, რატომ დამაკავეს. “აქციაზე დადიხარ და მოგწონს იქ ქვებს რომ ისვრიანო?”. ამ პასაჟიდან ბოლო ჩემი დაცინვა იყო – “იი რიჟიკა”.

დაავიწყდათ რომელ ჯიბეში რა მედო, 14 გრამი რომ არის, ამაზე მეცინება, შემობრუნებული 41-ია. მამადლიდნენ, რომ არავინ მცემდა. შემოთავაზება იყო, მოვწევდი თუ არა [მარიხუანას].

მზად ვარ, დამხვრიტონ, მაგრამ ეს ის სიბინძურე და ტყუილია, რომელიც მართლა “არ მოსულა”. მთელმა საზოგადოებამ იცის და ნანახი აქვს, ჩემი პოსტები სოციალურ ქსელში საკვებ პროდუქტთან, პურთან დაკავშირებით. 14 გრამი კოკაინი… ვიცი რომ ძალიან ბევრია.

მითხრეს, ხელს თუ მოაწერ, პანღური და წახვალო… ხელი მომაწერინეს, ცარიელ ცელოფნებზე ვიკითხე, არაფერია, შენს ნივთებს ჩავყრითო. მართლა დავიჯერე რომ შევეშალე, ახლა ზუსტად ვიცი, რომ არ შევეშალე. როგორც კი მოვაწერე, მანქანის გარშემო მყოფებმა დაიწყეს სიცილი, რატომ დამცინით მეთქი?

მერე, ორი პირი, ვინც თავზე დამახტა, ნასვამი იყო. არ მრცხვენია, რომ შემეშინდა, რაც მოხდა, ფილმებშიც არ მინახავს.

რასაც ვყვები, უწყვეტი ჯაჭვია ადამიანის უფლებების დარღვევის. სასტიკ დამნაშავესაც არ შეიძლება ასე უდიერად და უხეშად მოექცე… 50/50-ზე იყო მოტყუებაც და ძალადობაც”,- განაცხადა კაციამ.

სრულად წაკითხვა