ნიკა გვარამია იზოლატორიდან წერილს აქვეყნებს:
,,სოლიდარობა ყველა დაკავებულს!
ყველა უკლებლივ, როგორც ერთი, იმსახურებს სრულ მხარდაჭერას. და რაც უფრო ნაკლებად ცნობილია საზოგადოებისთვის – მით მეტად! ეს სამშობლო ჩვენია და ერთიანი ვართ მისთვის ბრძოლაში!
ცალკე მინდა ვთქვა ჩვენი პარტიის წევრზე, საბა სხვიტარიძეზე: საბა არათუ უკანონოდ დააკავეს, არამედ იგი იზოლატორში გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი!საბას ბრძოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს, მისი მწამებლები კი აუცილებლად წარსდგებიან სამართლიანი სასამართლოს წინაშე!
მიუხედავად ყველაფრისა, დაკავებებით, ჩხრეკებით, შევარდნებით და მსგავსი “საინფორმაციო გადაფარვის” მცდელობებს არ უნდა შევასრულებინოთ ივანიშვილის სასურველი ფუნქცია, ფოკუსი გადავიდეს მთავარიდან – ახალი არჩევნები, საერთაშორისო ადმინისტრაციით!
არა დაღლას!
არა იმედგაცრუებას!
არა დუმილს!
სამშობლოს გვართმევენ და ამ ფონზე ყველაფერი და ყველა მეორეხარისხოვანია!
ნიკა მარნეულის იზოლატორიდან”