ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღიას ძირითად ბადეში ითამაშებს

1 week ago 6

ღია პირველობის საკვალიფიკაციოს ფინალები მიმდინარეობს ავსტრალიაში, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიელი ფრანჩესკო პესარო 2 სეტში დაამარცხა (6:3, 6:3).

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში ხუთიდან ხუთი ბრეიკპოინტი მოიგერია, თვითონ კი ოთხიდან ორი ბრეიკპოინტი გამოიყენა.

მე-2 სეტში ნიკოლოზ ბასილაშვილს მხოლოდ ერთი ბრეიკპოინტის მოგერიება მოუწია. მან მეოთხე გეიმში შეასრულა ბრეიკი, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლოს დიდი სლემის ტურნირების ძირითად ბადეში 2023 წელს ითამაშ (ავსტრალიის ღიაზე). ამ ტურნირზე მისი საუკეთესო შედეგი მესამე წრეში გასვლა გახლდათ.

სრულად წაკითხვა