“ნინო კვიტაიშვილს “ტიტუშკის” ნასროლი, შუშის ბოთლი მოხვდა სახეში” – ნიკა მელია

2 weeks ago 8

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა მელია თანაგუნდელის, პარტიის პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრის, ნინო კვიტაიშვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ 3 დღის წინ, პოლიტიკოსს “ტიტუშკების” ნასროლი, ალესილი შუშის ბოთლი მოხვდა სახეში.

მელიას თქმით, კვიტაიშვილს დასჭირდა ოპერაცია და ამჟამად იმყოფება საავადმყოფოში.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, საგამოძიებო უწყება კი არც იწყებს ამ ფაქტის გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დამნაშავე იდენტიფიცირებულია.

ტიტუშკების ქალაქში თარეში და პროტესტის მონაწილეებთან მათი “მიქსევა”, რეჟიმის ხელწერად რომ იქცა, ყველამ ვიცით. 

უნდა გვახსოვდეს, მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფორმალური გამოძიებაც კი არ ხდება.
3 დღის წინ, “ტიტუშკების” ჯგუფი, ცდილობდა თანამებრძოლების პროვოცირებას, რა დროსაც ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრი, ნინო კვიტაიშვილი გადაეფარა თავის თანაგუნდელ ბიჭებს, ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებასა და  ესკალაციის თავიდან არიდებას, რა დროსაც “ტიტუშკის” მიერ ნასროლი, ალესილი შუშის ბოთლი მოხვდა სახეში, დასჭირდა ოპერაცია და ამჟამად იმყოფება საავადმყოფოში.

საგამოძიებო უწყება კი არც იწყებს ამ ფაქტის გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დამნაშავე იდენტიფიცირებულია. 

ვუცხადებ სოლიდარობას ყველა დაზარალებულს, ჩალურჯებები გაივლის, ის ხალხი კი, ვინც ამ პროცესში სიბნელის მხარეს დგას, ადამიანის სახეს, ვერასდროს დაიბრუნებს.

სრულად წაკითხვა