ნიუ-იორკის მერს ბრალი მექრთამეობაზე წარუდგინეს

3 weeks ago 39

ქალაქ ნიუ-იორკის მერ ერიკ ადამსს ბრალი წარუდგინეს, რომ უცხოური წყაროებისგან სავარაუდოდ უკანონო საკამპანიო შეწირულებები მიიღო.

დემოკრატმა მერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბრალდებები მისთვის სიურპრიზი არ აღმოჩნდა და პირობა დადო, რომ მერის მოვალეობების შესრულებას გააგრძელებს.

ბრალდებების შინაარსი 26 სექტემბერს გამოქვეყნდა.

ფედერალური პროკურორი დამიენ ვილიამსი ამბობს, რომ ადამსმა საჯარო ნდობა დაარღვია. პროკურორი ამბობს, რომ ადამსი „ხანგრძლივ“ კორუფციაში იყო ჩართული, რომელიც უცხოელი მოქალაქეებისგან ქრთამის მიღებას მოიცავდა და ეს თითქმის ათწლეულის წინ დაიწყო. პროკურორმა თქვა, რომ მექრთამეობის და უკანონო საკამპანიო შეწირულობების საქმეზე გამოძიება გრძელდება და მეტი ადამიანის „პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“.

„ყველა, ვინც მიცნობს, იცის რომ საკამპანიო წესები ვიცი და კანონს ვიცავ“, განაცხადა ადამსმა.

მერმა კითხვაზე, მიაჩნდა, თუ არა, რომ გამოძიებას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა თქვა, რომ ადამიანებმა კითხვები უნდა დაუსვან ფედერალურ ოფიციალურ პირებს, რომლებმაც ხუთშაბათის მოვლენები მოაწყეს.

წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერმა ჯეფრისმა განაცხადა, რომ ერიკ ადამსს აქვს უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება და ბრალდებებზე საბოლოო გადაწყვეტილებას მსაჯულები მიიღებენ.

სრულად წაკითხვა