სააგენტო "პარალელი"
ნუტრია (Myocastor Coypus)
ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ამჯერად საინტერესო მასალას საქართველოს ფაუნის წარმომადგენლის, ნუტრიის შესახებ გვთავაზობს:

იცით, რომ საქართველოში სამხრეთამერიკელი წარმოშობის ბინადარი გვყავს? ნუტრიის მისი ბუნებრივი გავრცელების არეალი ბოლივიიდან და ბრაზილიის სამხრეთიდან ცეცხლოვან მიწამდე ვრცელდება.
XX საუკუნის პირველ ნახევარში, ძვირფასი ბეწვის გამო, ნუტრიის გამრავლება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაიწყო მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში. 1930-იან წლებში ეს სახეობა საქართველოშიც შემოიყვანეს. საქართველოში ნუტრია განსაკუთრებით კარგად შეეგუა კოლხეთის ჭაობებსა და აღმოსავლეთ საქართველოს წყალსატევებს. დღეს მას შეხვდებით მტკვრისა და ივრის ჭალებში, ხრამზე, გარდაბნის მიდამოებში.
გარეგნულად დიდ ვირთაგვას წააგავს, აქვს მასიური სხეული, მოკლე ფეხები, პატარა თვალები და ყურები.სხეულის სიგრძე 60 სმ-მდე აღწევს, ხოლო მრგვალი კუდი 45 სმ-მდეა. იწონის 5-დან 10 კილოგრამამდე (მამრები მდედრებზე მსხვილები არიან). ნუტრიას კარგად განვითარებული ორი ნარინჯისფერი კბილი აქვს, რაც მის მცენარეულ საკვებთანაა ადაპტირებული.
paraleli.ge ახალი ამბები