„ნუ შეჭამთ ნაძვის ხის წიწვებს!“ – ბელგიის სურსათის ფედერალური სააგენტო

6 hours ago 2

„ნუ შეჭამთ ნაძვის ხის წიწვებს“- აფრთხილებს მოსახლეობას ბელგიის სურსათის ფედერალური სააგენტო.

ასეთი გააფრთხილა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბელგიის ქალაქ გენტის ადგილობრივმა მთავრობამ რეკომენდაცია გაუწია ნაძვის წიწვებისგან დამზადებულ საკმაზსა და წვნიანს, რომლებიც სკანდინავიური ტრადიციების მიხედვით მზადდება.

„სკანდინავიაში ამას დიდი ხანია აკეთებენ: ტოტებიდან წიწვის ნემსისებრ მასას კრეფენ, ცოტა ხნით აჩერებენ ადუღებულ წყალში, საწურში ატარებენ და სუფთა ქსოვილზე აშრობენ. როგორც კი წიწვები გაშრება, შეგიძლიათ, გემრიელი საკმაზი მოამზადოთ ტოსტისთვის“,  – ეს რეკომენდაცია გენტის ვებგვერდზე განთავსდა.

ქალაქის ადგილობრივმა მთავრობამ მოსახლეობას ფიჭვის წიწვების საკვებში გამოყენება ნარჩენების შემცირების მიზნით  შესთავაზა.

თუმცა, ბელგიის სურსათის ფედერალური სააგენტოს ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში ნაძვის ხეებს პესტიციდებსა და სხვა ქიმიკატებს ასხურებენ, რაც წიწვების საკვებში გამოყენებას ჯანმრთელობისთვის სახიფათოს ქმნის.

ამ გაფრთხილების შემდეგ გენტის ადგილობრივმა მთავრობამ საკუთარი ვებგვერდიდან წაშალა პოსტი ნაძვის ხის წიწვების საკვებში გამოყენებასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ყველა ნაძვის ხის წიწვი არ არის უსაფრთხო საჭმელად.

მანანა ბანძელაძე

სრულად წაკითხვა