4
სამოქალაქო აქტივისტი, კახა კვეკვესკირი:
ამ წუთს მომწერეს ოკუპირებული აფხაზეთიდან.
შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა ე.წ.პარლამენტზე, სისხლიან შეტაკებებს აქვს ადგილი და არიან დახოცილები.
ვინ, ვის და როგორ არ ვიცი.
კომენტარებში წერენ:
ამბავი აფხაზურ გარჩევებზე
ე.წ. პარლამენტში დეპუტატებს შორის სროლის შედეგად “დეპუტატი” ვახტანგ გოლანძია გარდაიცვალა. დაჭრილია “ოპოზიციის” ლიდერი (ასევე “დეპუტატი”) კან კვარჭია. სროლაში მონაწილეობდა ასევე “დეპუტატი” ადგურ ხარაზია.
ცნობისთვის, გასულ თვეში აფხაზეთში მომხდარ “გადატრიალებას” სათავეში ერთ-ერთ ლიდერად სწორედ კვარჭია ედგა. თებერვალში კი “ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები” ჩატარდება.
ინფორმაციას ავრცელებს აფხაზური ამბებიც და წერს:
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ პარლამენტში სროლის შედეგად ერთი ე. წ დეპუტატი ვახტანგ გოლანდია გარდაიცვალა. მეორე ე.წ დეპუტატი კან კვარჭია კი საავადმყოფოშია გადაყვანილი