“ომის დროსაც კი იდგმება საახალწლო ნაძვის ხე” - კახი კალაძის კომენტარი ნაძვის ხის დადგმასთან დაკავშირებით

2 weeks ago 9

თბილისის მერმა კახი კალაძემ დედაქალაქში ნაძვის ხის დადგმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

“საახალწლო თემას რაც შეეხება, რამდენიმე დღეში მოგაწვდით უკვე ზუსტ ინფორმაციას, როდის იქნება ნაძვის ხის ანთება. მას ძალიან ბევრი პატარა ელოდება. მე, ასევე, ვისმენ კონკრეტულ განცხადებებს საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით იმ რადიკალების მხრიდან, რომ ისინი აპირებენ სხვადასხვა ქმედებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. თქვენ წარმოიდგინეთ, ომის დროსაც კი იდგმება საახალწლო ნაძვის ხე იმისთვის, რომ ადამიანებს, პატარებს მაქსიმალურად შეუმსუბუქონ მდგომარეობა. ასეთი რამ უკრაინაშიც ბევრჯერ გვინახავს” - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

სრულად წაკითხვა