“ოპოზიციას უნდა მოვთხოვოთ, საჯაროდ დადონ ეს პირობა” – მერაბ მეტრეველი

2 days ago 6

1

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:

ჩვენ ყველამ ოპოზიციას უნდა მოვთხოვოთ, საჯაროდ დადონ პირობა: როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, აუცილებლად აგებს კანონის სრული სიმკაცრით პასუხს ყველა ის რიგითი პოლიციელი, ვინც ადამიანების ცემაში და წამებაში მონაწილეობდა

და არ მოიქცევიან ისე, როგორც “ოცნება” მოიქცა, როდესაც წინა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ნაწილს აგებინა პასუხი მხოლოდ, ხოლო რიგით შემსრულებლებს არ შეეხო.

ამან მოიტანა დღეს ის, რომ ეს რიგითი შემსრულებლები ახლა უკვე “ოცნების” პირობებში ცემენ და აწამებენ ხალხს.

წინა დღეს სპეცრამზის უფროსმა, ვინმე ხარებამ, რომელიც წინა ხელისუფლების დროს უფრო დაბალი რანგის შემსრულებელი იყო, ჟურნალისტს მანქანიდან გადმოსძახა, სპეცრაზმი ყველა ხელისუფლებას ჭირდებაო

ანუ არანაირი შიში არ გვაქვს, რომ ახალი ხელისუფლება შეგვეხებაო.

ეჭვი მეპარება, ახალი ხელისუფლების პირობებში თავად ხარრბა გადარჩეს, რადგან მისი სახელი ძალიან გაპიარდა უკვე და მისი დატოვება ძალიან იყვირებს, მაგრამ რიგით შემსრულებლებლებს შანსი აქვთ გამოძვრენ, მეორედ მაგ პრინციპით, რომ სპეცრაზმი და პოლიცია ყველა ხელისუფლებას ჭირდება, ეს კი ჩვენ, საზოგადოებამ არ უნდა დავუშვათ, თორემ კვლავ იმავე წრეზე წავალთ.

სრულად წაკითხვა