ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ყოფილი პარლამენტარი ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა

1 day ago 5

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ყოფილი პარლამენტარი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციას ედპ-ის წევრი, ბაჩუკი ქარდავას მეგობარი, კატო შინდაგორიძე ავრცელებს ფეისბუკზე.

ბაჩუკი ქარდავა 1989 წლიდან იყო ედპ-ის წევრი, 2003 წლიდან კი - პარტიის თავმჯდომარე.

2020-24 წლების მოწვევის პარლამენტში ის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით ირიცხებოდა.

ბოლო პერიოდში მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ამის მიუხედავად, მონაწილეობას იღებდა პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციებში.

სრულად წაკითხვა