WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 17 დაიჭრა უკრაინის ქალაქ დნიპროზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ჯარებმა დნიპროს რაკეტებით 3 ნოემბერს გამთენიისას დაარტყეს. დანგრეულ და დაზიანებულ შენობებს შორის ორი სამედიცინო დაწესებულებაა.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსანდრ განჟას ინფორმაციით, დნიპროში დაზიანებულია სამედიცინო-სანიტარიული დახმარების ცენტრის ამბულატორიისა და ქალაქის ერთ-ერთი საავადმყოფოს შენობები. პაციენტები და მედიკოსები არ დაშავებულან.

დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის ცნობით, ეს საავადმყოფო ჰოსპისია, სადაც მძიმედ დაავადებული 50-მდე პაციენტი იმყოფებოდა. ყველაზე უფროსი 90 წლისაა. პაციენტები სხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მერის ინფორმაციით, ქალაქში ნახევრად დანგრეული და დაზიანებულია 20 სახლი. ერთი-ერთის ნანგრევებიდან მაშველებმა დაღუპულის ცხედარი ამოიტანეს.

დნიპროში დაზიანებულია გიმნაზიის, საბავშვო ბაღის, მუსიკალური სკოლის, ბიბლიოთეკის და კულტურის სასახლის შენობებიც.

ფილატოვმა ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა სარაკეტო შეტევით გამოწვეული შედეგების ამსახველი ფოტოები

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 3 ნოემბერს რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგად დაზიანებულ ობიექტებს შორის ორი სამედიცინო დაწესებულებაა ქალაქ ხარკოვშიც.