საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავა, 20 წლის შემდეგ "დინამო თბილისში" დაბრუნდა.
ვეტერანმა ქართველმა მოთამაშემ კლუბში დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
"ორმაგად სასიამოვნო და სიმბოლურია 20 წლის შემდეგ დაბრუნება საქართველოს ყველაზე ტიტულოვან და საამაყო გუნდში. იქ სადაც ფეხი ავიდგი და დავიწყე პროფესიონალური ფეხბურთის თამაში.
მინდა მადლობა ვუთხრა ხელმძღვანელობას და იმედი გამოვთქვა, რომ წარმატებული სეზონი იქნება როგორც კლუბისთვის, ასევე ჩემთვის"
- ამბობს კანკავა.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.