როგორც მოგეხსენებათ, 2024/25 სეზონიდან მარიო რუი "ნაპოლის" განაცხადში ვეღარ მოხვდა.
ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ პორტუგალიელი მის გეგმებში არ შეიოდა.
მიუხედავად ამისა, მარიოს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებდა და დღემდე "პარტენოეპის" ფეხბურთელად ითვლებიდა.
თუმცა დღეს გავრცელდა ცნობა, რომ რუიმ ნეაპოლური გუნდი 7 წლის შემდეგ დატოვა.
აქვე გეტყვით, რომ 33 წლის პორტუგალიელს "ნაპოლიში" 227 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 3 გოლი გაიტანა და 26 საგოლე პასი მიითვალა.