“მთავარი არხის” ინფორმაციით, “ქართული ოცნება” 12 დეკემბრისთვის, რუსთაველის გამზირის ძალადობრივი მეთოდებით გაწმენდას აპირებს.
14 დეკემბერს პარლამენტში ე.წ. ხმოსნები უნდა შეიკრიბონ და მიხეილ ყაველაშვილი, არალეგიტიმურად, საქართველოს პრეზიდენტად აირჩიონ. ამავე ინფორმაციით. “ქართული ოცნება” მიხეილ ყაველაშვილის არალეგიტიმურ პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასა და კომენდანტის საათის შემოღებას აპირებს.
შეგახსენებთ, „ოცნება“ ყაველაშვილის ე.წ. პრეზიდენტად დანიშვნას 29 დეკემბერს აპირებს.