პარლამენტმა პირველი მოსმენით, ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლება მიანიჭა.
საკანონმდებლო ორგანო ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს.
განმარტებითი ბარათის თანახმად, “კანონპროექტით იქმნება სამართლებრივი საფუძველი ციფრული ლარის სტატუსის განსასაზღვრად, რაც ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს ამ მიმართულებით სხვადასხვა საპილოტე პროექტი განახორციელოს.
ცვლილება ეროვნული ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებას ანიჭებს და არა ვალდებულებას.
განმარტებითი ბარათის თანახმად, ვინაიდან ციფრული ვალუტის შემუშავებას სჭირდება კვლევითი მომსახურების შესყიდვა, ცვლილებამ შესაძლოა საქართველოს ეროვნული ბანკის ხარჯვით ნაწილზე მოახდინოს გავლენა. ამ გავლენის ზომა დამოკიდებული იქნება იმაზე, ეროვნული ბანკი საჭიროდ ჩათვლის თუ არა, ამ უფლებამოსილების გამოყენებას.
ციფრული ლარის გარდა საკანონმდებლო ცვლილებით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად გახდომის კრიტერიუმებიც მკაცრდება.
მონეტარულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია, მის ფუნქციებში შედის ბანკნოტების ბეჭდვა და ზოგადად ფულის მასის კონტროლი.
ციფრულ ლარზე მუშაობა 2021 წლიდან დაიწყო, თუმცა 2025 წელს მარეგულირებელ უწყებაში ციფრული ფულის მიმართ გლობალური ინტერესის კლების შესახებ განაცხადეს.
netgazeti