პატარა ნიკოლიკოს დახმარება სჭირდება – „არ ექვმდებარება საქართველოში მკურნალობას და ბავშვის მდგომარეობა უფრო უარესდება“

3 weeks ago 11

პატარა ნიკოლიკოს დახმარება სჭირდება - „არ ექვმდებარება საქართველოში მკურნალობას და ბავშვის მდგომარეობა უფრო უარესდება“პატარა ნიკოლიკოს საზოგადოების დახმარება ძალიან სჭირდება. მას სასწრაფოდ სჭირდება თურქეთში გამგზავრება სწორი დიაგნოზის დასასმელად და მკურნალობისთვის. ამის შესახებ კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი წერს და ნიკოლიკოს დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავს:

„მეგობრებო, მოკლედ, ეს ჩემი ნიკოლიკოა, ჩემი უახლოესი მეგობრის შვილი. თქვენი დახმარება გვჭირდება. ჩვენ ნიკოლასს თავის ტვინის უხეში დაზიანებები აქვს, დიდი ნაწილი არის ატროფირებული, ეპილეფსია ვესტის სინდრომი, ცერებრალური დამბლა (სავარაუდოდ), განვითარების ეტაპების დაყოვნება. ეს საქართველოს დიაგნოზია, რომელსაც თურქეთი არ ეთანხმება და თვლის, რომ კვლევები არაა სრულყოფილი, არ ეთანხმება დიაგნოზს და თვლის, რომ არასწორად მკურნალობენ ბავშვს და ამან შეიძლება გაააუარესოს მდგომარეობა.

გვეწვინა კლინიკაში, მაგრამ იმაზე მძიმე მდგომარეობაში და იმაზე ხშირი შეტევებით გამოვიყვანეთ, ვიდრე მანამდე, არ ექვმდებარება საქართველოში მკურნალობას და ბავშვის მდგომარეობა უფრო უარესდება, ყოველი შეტევა მდგომარეობას აუარესებს… ეპილეფსიურ შეტევებს ვერ უჩერებენ და არის სასწრაფოდ გადასაყვანი. მხოლოდ ანალიზების პირველ ეტაპზე 7000-8000$ გვითხრეს და თუ სტაციონარი დასჭირდა, თანხა უფრო მეტი იქნება საჭირო… ვისაც შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ რითიც და როგორც შეძლებთ. თქვენი ნებისმიერი სახის დახმარება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.

GE24BG0000000909921100 საქ ბანკი

GE57TB7741645064300055 თბს

მიმღები : ქეთევან გამეზარდაშვილი“.

სრულად წაკითხვა