პრეზიდენტი ზურაბიშვილი საფრანგეთს სტუმრობს

2 weeks ago 5

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში, განახლებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა. ღონისძიებას მსოფლიოს მრავალი ლიდერი ესწრება, მათ შორის აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. 7 დეკემბერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი პარიზში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებისა და მმართველი პარტიის გაძლიერებული რეპრესიების კამპანიის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.

უკრაინის პრეზიდენტმა დაწერა: „მე გამოვუცხადე უკრაინის სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ქართველ ხალხს, რომელიც თავისი ღირსეული მომავლისთვის იბრძვის, და ხაზი გავუსვი, რომ ქართველი ხალხის ნების პატივისცემა და ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ხელის შეშლა, რომ ქვეყანა პუტინს არ გადასცეს, უმნიშვნელოვანესია რეგიონის სტაბილურობისა და მომავლისთვის“.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება და დასძინა, რომ „ეს ეხება შავი ზღვის რეგიონის კონტროლს – რუსეთის სტრატეგიულ მიზანს, რომელიც საფრთხეს უქმნის ყველას ეროვნულ უსაფრთხოებას რეგიონსა და მთელს ევროპაში“.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაარწმუნა პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ „უკრაინა კოორდინაციას განახორციელებს პარტნიორებთან, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ გლობალურად, რათა უზრუნველყოს სისტემური პასუხი და მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს თავისუფლად და დამოუკიდებლად ცხოვრების უფლების დაცვაში“.

პარიზში ყოფნისას სალომე ზურაბიშვილს შესაძლებლობა ჰქონდა აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განეხილა საქართველოში მიმდინარე მოვლენები. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას სიღრმისეული განხილვა ჰქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან. მან განაცხადა: „ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ის საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები 🇬🇪 🇺🇸მე გავამხილე მოპარული არჩევნები და ქართველი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები. მე ხაზი გავუსვი ძლიერი შეერთებული შტატების საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპში მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები“.

https://twitter.com/Zourabichvili_S/status/1865513005586301081/photo/1

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დაწერა, რომ მას შესანიშნავი საუბარი მქონდა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან და რომ მასთან „საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიებზე“ იმსჯელა.

https://twitter.com/Zourabichvili_S/status/1865538056750575700

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა