3 დეკემბერს, მასშტაბური საპროტესტო აქციების მეექვსე დღეს, გამთენიისას, დილის 4 საათზე, თბილისში, რუსთაველოს გამზირზე კვლავ გრძელდება აქცია, მობილიზებულია სპეცრაზმიც.
პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში აკავებს აქციის მონაწილეებს და აქციის დასაშლელად მხუთავ აირს იყენებს, თუმცა მოქალაქეები არ ტოვებენ რუსთაველის გამზირს. აქციის მონაწილეებს თან აქვთ ფიზიოლოგიური ხსნარი და ერთმანეთს უწევენ პირველ დახმარებას.
საპროტესტო აქციის მონაწილეები აგებენ ბარიკადებს, პერიოდულად ისვრიან ფეიერვერკებს სპეცრაზმის მისამართით.
დილის 4 საათისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის ათასობით მონაწილეა. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე იმყოფებიან.
რა ხდება?
28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მასშტაბური საპროტესტო აქციებია თბილისში, ბათუმში და საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში.
აქციებზე დააკავეს ასობით ადამიანი, არიან დაშავებულები, მათ შორის – ჟურნალისტებიც.