“პროტესტი კონსტიტუციურ ჩარჩოებშია, მაშინ როცა ოცნება ყოველ ნაბიჯზე არღვევს კონსტიტუციას” – ზურაბიშვილი

2 weeks ago 7

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მოქალაქეების პროტესტი, რომელიც ბოლო 4 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, კონსტიტუციურ ჩარჩოებს არ სცილდება.

“ეს პროტესტი და ყველაფერი დანარჩენი, ეს ყველაფერი არის კონსტიტუციურ ჩარჩოებში. მთლიანად, ჩვენ ვართ, საზოგადოება, თავის სამოქალაქო წამოწყებებით, ეს ქუჩის პროტესტი და ჩვენი ყველანაირი ქმედება, ჩვენ ვართ კონსტიტუციის მხარეს, ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას და ამ ქვეყნის კონსტიტუციის მომავალს. სამაგიეროდ მმართველი პარტია ყოველ ნაბიჯზე გადადის კონსტიტუციის გარეთ, არღვევს კონსტიტუციას, თუნდაც თავის ბოლო გადაწყვეტილებებით”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

“მოძალადე ჯგუფები” – შსს-ს განცხადება

სრულად წაკითხვა