პუტინი ამბობს, რომ აღარ არის დრო უკრაინის გაზის ტრანზიტის შესახებ ახალი შეთანხმების ხელმოსაწერად

1 day ago 7

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 26 დეკემბერს განაცხადა, რომ წელს აღარ დარჩა დრო უკრაინული გაზის ტრანზიტის ახალი ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად და მტკიცედ დაადანაშაულა უკრაინა იმ შეთანხმების გახანგრძლივაზე უარის თქმაში, რომლის საშუალებითაც მიეწოდება გაზი სლოვაკეთს, ჩეხეთს და ავსტრიას.

Reuters-ს მოჰყავს რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები: "მათ განაცხადეს, რომ არ განაახლებენ კონტრაქტს", - თქვა პუტინმა და დასძინა, რომ კიევი ამ ნაბიჯით ევროპას სჯის. გაზის ტრანზიტის შესახებ მიმდინარე ხუთწლიან ხელშეკრულებას რუსეთსა და უკრაინას შორის, ვადა ამ წლის ბოლოს გასდის.

"კონტრაქტი არ არსებობს და მისი გაფორმება 3-4 დღეში შეუძლებელია", - განაცხადა პუტინმა სატელევიზიო ბრიფინგზე.

რუსული გაზის მიწოდება ევროპაში უკრაინის გავლით, შედარებით მცირეა. 2023 წელს რუსეთმა უკრაინის გავლით დაახლოებით 15 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაგზავნა, რაც 2018-19 წლებში ევროპისთვის სხვადასხვა მარშრუტით რუსული გაზის მაქსიმალური მიწოდების მხოლოდ 8%-ს შეადგენდა.

საბჭოთა პერიოდის ურენგოი-პომარი-უჟგოროდის მილსადენს ციმბირიდან გაზი გადააქვს ქალაქ სუჯას გავლით - რომელიც ახლა უკრაინის სამხედრო ძალების კონტროლის ქვეშაა - რუსეთის კურსკის რეგიონში. შემდეგ ის უკრაინის გავლით მიედინება სლოვაკეთში. სლოვაკეთში გაზის მილსადენი განშტოვდება ჩეხეთისა და ავსტრიისკენ.

რუსეთი მზადაა, გაზი მიაწოდოს ნებისმიერ მომხმარებელს უკრაინის გავლით, მაგრამ პუტინის თქმით, იურიდიული პროცესი ამას შეუძლებელს ხდის. პუტინმა ასევე გაიმეორა ისიც, რომ რუსეთი მზადაა, მიაწოდოს გაზი ევროპას პოლონეთის გავლით, იამალ-ევროპის მილსადენით.

სრულად წაკითხვა