რუსეთის მთავრობამ აშშ-ში რუსული დიზელის საწვავით დატვირთული პირველი ტანკერის გაგზავნის თარიღად 22 ოქტომბერი დაასახელა, პრეზიდენტმა პუტინმა კი განაცხადა, რომ პირველი ტანკერი „ორი-სამი დღის შემდეგ გავა“.
- აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთიდან დიზელის საწვავის იმპორტის განახლება 9 ოქტომბერს გადაწყვიტა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
- ეს გადაწყვეტილება, როგორც „საჩუქარი" პუტინისთვის და ომის დაფინანსების გაგრძელების ერთ-ერთი წყარო, გააკრიტიკეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინის ევროპელმა მოკავშირეებმა.
- ტრამპს პუტინთან მიღწეული ე.წ. დიზელის შეთანხების გაუქმებისკენ მოუწოდეს ამერიკელმა კანონმდებლებმა.
რუსული სააგენტოების, „ტასის“ და „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა 21 ოქტომბერს პეტერბურგში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ისკენ 40 ათასი ტონა დიზელის საწვავით დატვირთული პირველი ტანკერის გასვლა დაგეგმილია ხვალ, 22 ოქტომბერს.
21 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად პეტერბურგში ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი. შეხვედრის იმ ნაწილში, რომელიც მედიისთვის ღია იყო, პუტინმა განაცხადა, რომ დასატვირთად ამზადებენ ერთდროულად რამდენიმე გემს:
„პირველი ტანკერ წავა ორი-სამი დღის შემდეგ. 40 ატასი ტონა... და წავლენ ერთი მეორეს მიყოლებით... მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს მხოლოდ ფინანსური შემადგენელი რომ ყველაფერი მუშაობდეს“.
- აშშ-ში, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, საწვავი მკვეთრად გაძვირდა.
- პრეზიდენტმა ტრამპმა, რომლის რესპუბლიკურმა პარტიამ ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, კონგრესზე კონტროლი დაკარგოს, საწვავის გაძვირება არაერთხელ დაუკავშირა არა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შედეგებს, არამედ უკრაინის დარტყმებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.
radiotavisupleba ახალი ამბები