რასაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ – არის ამაზრზენი და აშკარად შეუთავსებელი ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან – ჰერჩინსკი

2 weeks ago 11

2

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, გასული დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეებზე, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა – “ამაზრზენი და ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან შეუთავსებელია“:

„ევროკავშირი მტკიცედ უდგას გვერდში მათ, ვინც ადამიანის უფლებებს საქართველოში და მთელ მსოფლიოში იცავს. უფლებადამცველების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა – რასაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ – არის ამაზრზენი და აშკარად შეუთავსებელი ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან. მსგავსი ქმედებების მიმართ არანაირი ტოლერანტობა და დაუსჯელობა არ უნდა იყოს”

სრულად წაკითხვა